მთავარ შინაარსზე გადასვლა
Dentor
ზრუნვა

ზოგადი და პროფილაქტიკური სტომატოლოგია თბილისში

პროფილაქტიკური ვიზიტები, წმენდა, კარიესის მკურნალობა.

ზოგადი და პროფილაქტიკური სტომატოლოგია, Dentor
მომსახურების შესახებ

ზოგადი და პროფილაქტიკური სტომატოლოგია

პროფილაქტიკური ვიზიტები, წმენდა, კარიესის მკურნალობა. უფასო კონსულტაციაზე ექიმთან განიხილეთ მკურნალობა, საჭირო გამოკვლევები და ღირებულება.

Dentor-ში

მკურნალობის დაწყებამდე

  • უფასო კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე.
  • ექიმი აგიხსნით, რომელი გამოკვლევებია საჭირო.
  • მკურნალობის დაწყებამდე განიხილეთ ეტაპები, მასალები და ღირებულება.
  • მიღება ქართულად, რუსულად და ინგლისურად.
რას უნდა ელოდოთ

როგორ მუშაობს

  1. 01პირველი ვიზიტი

    კონსულტაცია

    უამბეთ ექიმს, რა გაწუხებთ, და განიხილეთ მკურნალობის ვარიანტები.

  2. 02შეფასების შემდეგ

    მკურნალობის გეგმა

    დააზუსტეთ საჭირო გამოკვლევები, მასალები, ეტაპები და ღირებულება.

  3. 03შეთანხმებული გრაფიკით

    მკურნალობა

    კლინიკასთან შეათანხმეთ მკურნალობის თარიღები.

  4. 04მკურნალობის შემდეგ

    მეთვალყურეობა

    ექიმთან დააზუსტეთ მოვლის რეკომენდაციები და შემდგომი ვიზიტები.

ფასები

მკურნალობის ღირებულება

ზოგადი და პროფილაქტიკური სტომატოლოგია იწყება 120 ₾-დან. კარიესის მკურნალობა 120₾-დან განვადებისა და დაზღვევის გამოყენება დამოკიდებულია მკურნალობასა და შესაბამისი ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის პირობებზე. მომართვისას დააზუსტეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ვარიანტები.

ღირებულების განხილვა

ვინ გიმკურნალებთ

ია ოსაძე, თერაპევტი / ორთოპედი, კლინიკის ხელმძღვანელი
თქვენი ექიმი

ია ოსაძე

თერაპევტი / ორთოპედი, კლინიკის ხელმძღვანელი

ია ოსაძე 2000–2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, 2005–2006 წლებში კი გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა „უნიდენტში“. მისი 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილება მოიცავს თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიას. 2022 წლიდან ხელმძღვანელობს კლინიკა „დენტორს“ და რეგულარულად მონაწილეობს პროთეზირების, ესთეტიკისა და იმპლანტოლოგიის საერთაშორისო ტრენინგებში.

ჩაეწერეთ ია ოსაძესთან
ელი ცაცანაშვილი, თერაპევტი / ქირურგი

ელი ცაცანაშვილი

თერაპევტი / ქირურგი

გაიგეთ მეტი

ელი ცაცანაშვილი 2009–2014 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო 2015–2016 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა „უნიდენტში“. 2017 წელს გადამზადდა პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით, 2026 წელს კი გადის ორთოპედიის გადამზადების კურსს. პროფესიულ კვალიფიკაციას რეგულარულად იმაღლებს პაროდონტოლოგიის, რესტავრაციისა და ენდოდონტიის მიმართულებით, მათ შორის მაიკლ სოლომონოვის კურსებზე.

გუკი ბიჭაშვილი, თერაპევტი / ქირურგი

გუკი ბიჭაშვილი

თერაპევტი / ქირურგი

გაიგეთ მეტი

გუკი ბიჭაშვილი 2018–2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2023–2024 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა „უნიდენტში“, ხოლო 2024 წელს გადამზადდა პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით „დენტივერი XXI“-ში. პროფესიულ კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებს სხვადასხვა კურსზე, ლექციასა და პრაქტიკულ ვორკშოპზე დასწრებით და ეს პროცესი გრძელდება.

თინა ადეიშვილი, თერაპევტი / ქირურგი

თინა ადეიშვილი

თერაპევტი / ქირურგი

გაიგეთ მეტი

თინა ადეიშვილი 2011–2016 წლებში სწავლობდა სტომატოლოგიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018–2019 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში ალბიუსის სტომატოლოგთა აკადემიაში, 2019 წელს კი — პირის ღრუს ქირურგიაში, „დენტივერი XXI“-ში. დამატებითი კურსები მოიცავს ინფექციების პრევენციას, სამედიცინო ნარჩენების მართვას, გადაუდებელ მდგომარეობებსა და ბავშვთა მომსახურებას.

თაკო ოსაძე, თერაპევტი

თაკო ოსაძე

თერაპევტი

გაიგეთ მეტი

თაკო ოსაძე 2007–2012 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში „ჰიპოკრატე“. 2014–2015 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელსა და სასწავლო ცენტრ „ნიუ-დენტში“.

ნინი ვაჭარაძე, თერაპევტი / ორთოდონტი

ნინი ვაჭარაძე

თერაპევტი / ორთოდონტი

გაიგეთ მეტი

ნინი ვაჭარაძე 2006–2011 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. 2011–2013 წლებში გაიარა რეზიდენტურა კიევის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უკრაინაში, 2023–2025 წლებში კი — ორთოდონტიულ სტომატოლოგიაში საქართველოში. 2026 წლიდან სერტიფიცირებული ორთოდონტია და აქვს 12-წლიანი უწყვეტი კლინიკური გამოცდილება.

ელენე მოდებაძე, თერაპევტი / ქირურგი

ელენე მოდებაძე

თერაპევტი / ქირურგი

გაიგეთ მეტი

ელენე მოდებაძე 2018–2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2023–2024 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ „უნიდენტში“, 2024 წელს კი გადამზადდა პირის ღრუს ქირურგიაში. 2025–2026 წლებში გავლილი პროფესიული კურსები მოიცავს ფრონტალურ კბილთა კომპოზიციურ ვინირებს, თანამედროვე ენდოდონტიასა და ენდოდონტიური ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენებას.

თაკო დგებუაძე, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი / პაროდონტოლოგი

თაკო დგებუაძე

ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი / პაროდონტოლოგი

გაიგეთ მეტი

თაკო დგებუაძე 2002–2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯში, 2005–2009 წლებში კი — პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში. 2009–2010 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში „უნიდენტში“. დამატებითი განათლება მოიცავს ბავშვთა სტომატოლოგიას, პაროდონტოლოგიას, მინიმალურად ინვაზიურ ენდოდონტიას, ადჰეზიურ ხიდებს, ესთეტიკურ რესტავრაციასა და სხვა პროფესიულ კურსებს.

ექიმები და კლინიკა

გაიცანით ჩვენი გუნდი

გაიცანით ექიმები და დაათვალიერეთ კლინიკა.

01 / 03თერაპია

თერაპია

თერაპიული სტომატოლოგია

Dentor-ის ექიმი თერაპიულ მკურნალობაზე.

ამ კრებულში

დაუკავშირდით Dentor-ს

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე

შეატყობინეთ გუნდს, რა მკურნალობა გჭირდებათ და როგორ დაგიკავშირდეთ.

გპასუხობთ კლინიკის სამუშაო საათებში · ორშ–შაბ 10:00–20:00

დარეკვადაჯავშნა