დენტორის შესახებ
სტომატოლოგიური კლინიკა Dentor საბურთალოზე
ია ოსაძის კლინიკა თბილისში. ვმუშაობთ 2023 წლიდან, მეტრო „დელისთან“.
Dentor მდებარეობს საბურთალოზე, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის 28-ში. კლინიკაში ხელმისაწვდომია კბილების მკურნალობა, იმპლანტაცია, გვირგვინები, ვინირები, ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია.
უფასო კონსულტაციაზე შეგიძლიათ განიხილოთ მკურნალობის ვარიანტები, ეტაპები და ღირებულება. საჭიროების შემთხვევაში კტ-კვლევას კლინიკაშივე ჩაიტარებთ.
პაციენტებს ვიღებთ ქართულად, რუსულად და ინგლისურად. თუ მკურნალობას სხვა ქვეყნიდან გეგმავთ, ბილეთების შეძენამდე დაუკავშირდით გუნდს.

მკურნალობის დაწყებამდე
მკურნალობის ღირებულება
ექიმთან განიხილეთ თითოეული ეტაპის მოცულობა და ფასი.
ჯერ კონსულტაცია
დააზუსტეთ მკურნალობის ვარიანტები და საჭირო გამოკვლევები.
სამი ენა
ჩაწერისას აირჩიეთ ქართული, რუსული ან ინგლისური.
საბურთალოზე
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 28, მეტრო „დელისთან“.
Dentor-ის გუნდი
კლინიკას ია ოსაძე ხელმძღვანელობს. გაიცანით ექიმები, რომლებიც კბილების აღდგენაზე, ქირურგიასა და თერაპიულ მკურნალობაზე მუშაობენ.

ია ოსაძე
თერაპევტი / ორთოპედი, კლინიკის ხელმძღვანელი
გაიგეთ მეტი
ია ოსაძე 2000–2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, 2005–2006 წლებში კი გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა „უნიდენტში“. მისი 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილება მოიცავს თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიას. 2022 წლიდან ხელმძღვანელობს კლინიკა „დენტორს“ და რეგულარულად მონაწილეობს პროთეზირების, ესთეტიკისა და იმპლანტოლოგიის საერთაშორისო ტრენინგებში.

ელენე მოდებაძე
თერაპევტი / ქირურგი
გაიგეთ მეტი
ელენე მოდებაძე 2018–2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2023–2024 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ „უნიდენტში“, 2024 წელს კი გადამზადდა პირის ღრუს ქირურგიაში. 2025–2026 წლებში გავლილი პროფესიული კურსები მოიცავს ფრონტალურ კბილთა კომპოზიციურ ვინირებს, თანამედროვე ენდოდონტიასა და ენდოდონტიური ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენებას.

ელი ცაცანაშვილი
თერაპევტი / ქირურგი
გაიგეთ მეტი
ელი ცაცანაშვილი 2009–2014 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო 2015–2016 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა „უნიდენტში“. 2017 წელს გადამზადდა პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით, 2026 წელს კი გადის ორთოპედიის გადამზადების კურსს. პროფესიულ კვალიფიკაციას რეგულარულად იმაღლებს პაროდონტოლოგიის, რესტავრაციისა და ენდოდონტიის მიმართულებით, მათ შორის მაიკლ სოლომონოვის კურსებზე.

გიორგი რუხაძე
ორთოპედი
გაიგეთ მეტი
გიორგი რუხაძემ 2019 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაციით. 2021 წელს გაიარა აკრედიტირებული სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა კლინიკა „დენტექსი 95“-ში. აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები ორთოპედიულ სტომატოლოგიასა და დენტალურ იმპლანტოლოგიაში და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიულ ტრენინგებში.

გუკი ბიჭაშვილი
თერაპევტი / ქირურგი
გაიგეთ მეტი
გუკი ბიჭაშვილი 2018–2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2023–2024 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, კლინიკა „უნიდენტში“, ხოლო 2024 წელს გადამზადდა პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით „დენტივერი XXI“-ში. პროფესიულ კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებს სხვადასხვა კურსზე, ლექციასა და პრაქტიკულ ვორკშოპზე დასწრებით და ეს პროცესი გრძელდება.

ნინი ვაჭარაძე
თერაპევტი / ორთოდონტი
გაიგეთ მეტი
ნინი ვაჭარაძე 2006–2011 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. 2011–2013 წლებში გაიარა რეზიდენტურა კიევის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უკრაინაში, 2023–2025 წლებში კი — ორთოდონტიულ სტომატოლოგიაში საქართველოში. 2026 წლიდან სერტიფიცირებული ორთოდონტია და აქვს 12-წლიანი უწყვეტი კლინიკური გამოცდილება.

თაკო დგებუაძე
ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი / პაროდონტოლოგი
გაიგეთ მეტი
თაკო დგებუაძე 2002–2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯში, 2005–2009 წლებში კი — პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში. 2009–2010 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში „უნიდენტში“. დამატებითი განათლება მოიცავს ბავშვთა სტომატოლოგიას, პაროდონტოლოგიას, მინიმალურად ინვაზიურ ენდოდონტიას, ადჰეზიურ ხიდებს, ესთეტიკურ რესტავრაციასა და სხვა პროფესიულ კურსებს.

თაკო ოსაძე
თერაპევტი
გაიგეთ მეტი
თაკო ოსაძე 2007–2012 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტში „ჰიპოკრატე“. 2014–2015 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში, სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელსა და სასწავლო ცენტრ „ნიუ-დენტში“.

თამთა სიჭინავა
ორთოდონტი
გაიგეთ მეტი
თამთა სიჭინავა Dentor-ის ორთოდონტია.

თინა ადეიშვილი
თერაპევტი / ქირურგი
გაიგეთ მეტი
თინა ადეიშვილი 2011–2016 წლებში სწავლობდა სტომატოლოგიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018–2019 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში ალბიუსის სტომატოლოგთა აკადემიაში, 2019 წელს კი — პირის ღრუს ქირურგიაში, „დენტივერი XXI“-ში. დამატებითი კურსები მოიცავს ინფექციების პრევენციას, სამედიცინო ნარჩენების მართვას, გადაუდებელ მდგომარეობებსა და ბავშვთა მომსახურებას.

ბესიკ დეკანოიძე
ქირურგი / იმპლანტოლოგი
გაიგეთ მეტი
ბესიკ დეკანოიძე Dentor-ის ქირურგი-იმპლანტოლოგია. კლინიკის ვიდეოებში საუბრობს იმპლანტების შერჩევასა და მკურნალობამდე დასასმელ კითხვებზე.
კონსულტაცია და დიაგნოსტიკა
დაიწყეთ კონსულტაციით. ექიმი აგიხსნით, რომელი გამოკვლევებია საჭირო თქვენი მკურნალობისთვის.
3D CBCT გადაღება
ადგილზე 3D სკანირება იმპლანტისა და ქირურგიის ზუსტი დაგეგმვისთვის
უფასო კონსულტაცია
ექიმთან განიხილეთ კბილები, რომელთა აღდგენაც გსურთ, და უკვე არსებული მკურნალობის გეგმა.
მკურნალობის დაგეგმვა
დააზუსტეთ მასალები, ეტაპები, ღირებულება და მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა.
გვიპოვეთ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 28, თბილისი 0177 — მეტრო „დელისთან“ ახლოს. სამუშაო საათები: ორშ–შაბ 10:00–20:00.
რუკაზე გახსნაჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე
მოგვწერეთ, რა მკურნალობას განიხილავთ და როგორ დაგიკავშირდეთ. გუნდი კონსულტაციის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
გპასუხობთ კლინიკის სამუშაო საათებში · ორშ–შაბ 10:00–20:00
